პროექტები

პროექტის სახელწოდება:მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები ჩაატარებენ თემის შესაბამის კვლევას,დააკავშირებენ ერთმანეთთან მათემატიკის სხვადასხვა ნაწილებს, ამოიცნობენ მათემატიკურ კანონზომიერებებს ხელოვნების ნიმუშებში და ბუნებაში. მა-თემატიკას წარმოადგენენ,როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილს. .

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები დაამყარებენ კავშირს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან,დაამყარებენ კონტაქტს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. დააკავ-შირებენ მათემატიკას ქართულის,ხელოვნების, ბიოლოგიის და მუსიკის დისციპლინებ-თან.

პროექტის მიზნები:მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას,ფიბონაჩის რიცხვებს და მათ შორის კავშირს.იფართოებენ თვალსაწიერს,ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუ-შებს ხელოვნებასა და ბუნებაში,ეცნობიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარ-მონიის ზოგიერთ კანონს.

მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი(X-კლასი)

ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შედეგი მიღწეუ-ლად ჩაითვლება, თუ მოსწავლეები მიღებული ცოდნის შედეგად შეძლებენ ღვთაებრივი პროპორციის არსებობის აღმოჩენას მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებში. კვლევის შედეგებზე შეიქმნება ფოტო და ვიდეო კოლაჟები, ბროშურები, პლაკატები და სლაიდე-ბი.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:VIII-IX კლასის მათემატიკის სახელ-მძღვანელოები, ავტორები: გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი. „მათე-მატიკა სერიოზული და სახალისო“, ავტორი: ა.ბენდუქიძე. კომპიუტერი. პროექტორი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას, დაიყოფიან ექვს ჯგუფად და გაინაწილებენ სამუშაოს.
I ჯგუფი - მათემატიკა
II ჯგუფი - ლიტერატურა
III ჯგუფი - ბიოლოგია
IV ჯგუფი - მხატვრობა
V ჯგუფი - მუსიკა
VI ჯგუფი - არქიტექტურა
თითოეული ჯგუფი, თავისი დავალების შესაბამისად, მოაწყობს ექსკურსიას, დაათვა-ლიერებს ხელოვნების მუზეუმს, ესტუმრება საჯარო ბიბლიოთეკას, ჩაატარებს კვლევას, შეაგროვებს მონაცემებს, დაამყარებს კონტაქტს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, გამოიყენებს მითითებულ რესურსებს და შემდეგ წარმოადგენს პრეზენტაციას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათე-მატიკა, ლიტერატურა, ბიოლოგია, ხელოვნება, მუსიკა.
მათ.X.5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რაოდენობრივი ხასიათის საკითხების შესახებ;
მათ.X.13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად, საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).

პროექტის ხელმძღვანელი:ნინო კუპრაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nino22.10@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninokupradze.blogspot.com

No comments:

Post a Comment